ზურაბ აზარაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში იტალიის ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ენრიკო ვალვომ, ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ, საერთო პროექტებზე ისაუბრეს. მინისტრმა, ელჩს სფეროში მიმდინარე რეფორმები და განვითარების ხედვები გააცნო.
თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ, ზურაბ აზარაშვილს, იტალიაში, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროექტები წარუდგინა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
წყარო: 1tv.ge