ავიაკატასტროფას ამერიკის შეერთებულ შტატებში მსხვერპლი მოჰყვა. ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა აიდაჰოს ტბის თავზე მოხდა. მაშველებმა ტბიდან 2 ადამიანის ცხედარი უკვე ამოიტანეს. ამ დრომდე ეძებენ 6 პირს, მათ შორის არიან ბავშვები.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავების ბორტზე და რამ გამოიწვია შეჯახება.
“რუსთავი2”