ისრაელი უყრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს

უყრაინის ტერიტორიაზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსული საპასუხო შეტევების ტალღის მიუხედავად, ისრაელი მაინც გამორიცხავს კიევისთვის იარაღის მიწოდებას.

“მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არ მივყიდით იარაღს უკრაინას”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა სამშაბათს, ისრაელის რადიოსადგურ “კოლ ჩაის” ეთერში. მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ამით შემოიფარგლება.

დღეს უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აპირებს ისრაელს სთხოვოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. “ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის და მას შემდეგ, რაც ირანი, ფაქტობრივად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანამონაწილე გახდა, ვფიქრობ, ისრაელში ვისაც ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ეჭვი, დაეხმაროს თუ არა უკრაინას, ეს ეჭვები უნდა გაფანტოს”, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

ირანი უარყოფს თავისი უპილოტო თვითმფრინავების რუსეთისთვის მიწოდებას, ხოლო რუსეთის ფედერაცია ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.