რა ოდენობის გასამრჯელოს იღებენ რუსეთში მობილიზებული მოქალაქეები – პუტინის გადაწყვეტილება!

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადგინა ის თანხა, რომელიც ჯარში მობილიზებულმა აბსოლუტურად ყველა მოქალაქემ ყოველთვიურად თავის ანგარიშზე უნდა მიიღოს.

პრეზიდენტის ბრძანებულებით, აღნიშნული ფულადი სარგებელი მინიმუმ 195 ათასი რუბლის ოდენობით/თვეში (=8200 ლარი), დადგინდა. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვამაყობთ ყველა მათგანით, ვინც დღეს სამხედრო სამსახურში შედის, სამშობლოს დაცვის მოვალეობას ასრულებს. და ყველა ჩვენი ჯარისკაცი, რა დავალებაც არ უნდა შეასრულოს, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველაფრით, რაც მას სჭრდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პუტინმა აღნიშნა,  რომ დღეს მან ხელი მოაწერა ინსტრუქციას “დადგენილი პირობებისა და გადასახადების ოდენობის მკაცრად დაცვის შესახებ.”

პრეზიდენტის მიერ დადგენილი თანხა – 195 ათასი რუბლი თვეში – მობილიზებულებს ყოველთვიურად, წვრთნებისა და მომზადების პერიოდშიც, უნდა დაერიცხოთ.