რუსეთში საფრანგეთის ყოფილი ელჩი: როგორ მოახერხა რუსეთმა სუპერსახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება

რუსეთში საფრანგეთის ყოფილი ელჩი, ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IRIS) მკვლევარი ჟან დე გლინიასტი წამყვან ფრანგულ გაზეთ “Le Figaro“-სთან ინტერვიუში ობიექტურად მიმოიხილავს რუსეთის თანამედროვე საგარეო პოლიტიკას. კერძოდ, იგი ამბობს:

Russian President Vladimir Putin reacts at a working luncheon attended by heads of African regional organizations on the sidelines of the Russia-Africa Summit and Economic Forum in the Black sea resort of Sochi, Russia, 23 October 2019. Sergei Chirikov/Pool via REUTERS

“რუსეთი თავის ნებას ხორცს ასხამს საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოთა სუვერენიტეტის იდეის წინა პლანზე წამოწევის გზით. /…/ რუსებმა თავიდანვე მოიპოვეს წარმატება სირიაში იმიტომ, რომ მათ ძალუძთ ყველასთან დიალოგი. თურქებს ისინი სთავაზობენ სირიასთან თურქეთის საზღვრის ხელშეუხებლობას, სირიელებს – თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას თითქმის მთლიანად, ქურთებს – გარკვეული უსაფრთხოების ფორმას უნიტარული სირიის ფარგლებში. 2015 წლის ბოლოს, როდესაც “ისლამური სახელმწიფოსთვის” ქალაქ მანბიჯის ხელიდან გამოგლეჯა მზადდებოდა, რუსებმა ქურთებს ასეთი ვარიანტი შესთავაზეს, მაგრამ ქურთებმა უარი თქვეს და თავიანთი ბედი აშშ-ს მიანდეს. ამჟამად ვითარება შეიცვალა, რამაც რუსებს საშუალება მისცა, თავიდან შესთავაზონ ქურთებს თავიანთი ვარიანტი.

დასავლეთში ბევრს ეგონა, რომ შეერთებულ შტატებში გავრცლებული მოდური თეორია სახელმწიფოების გაქრობის შესახებ განხორციელდებოდა, ზეეროვნული და მრავალეროვნული ორგანიზაცია-კორპორაციების განვითარების ფონზე, და დამკვიდრდებოდა უნივერსალური ეკონომიკური თუ მორალური ფასეულობები. მაგრამ ისინი შეცდნენ. ჩვენ ისევ და ისევ სახელმწიფოთა თვითდამკვიდრების შემსწრენი ვართ. როდესაც რუსები იცავენ განვითარების ამგვარ კონცეფციას ახლო აღმოსავლეთში, ნაცვლად ტრანსნაციონალური ფასეულობების გამოხატვისა, ისინი თანხვედრაში არიან ირანთან, თურქეთთან, სირიასთან, ერაყთან, ეგვიპტესთან და რეგიონის ყველა ქვეყნებთან, რომლებიც შედარებით ახალგაზრდა სახელმწიფოები არიან და ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაზე იმყოფებიან” – აღნიშნავს ფრანგი ექსპერტი.

იგი ასევე იხსენებს ბარაკ ობამას: “2014 წელს, ჰააგაში, ბარაქ ობამა რუსეთს განიხილავდა რეგიონულ სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი გავლენა დაკარგა. მას შემდეგ საუბრობენ რუსეთის იზოლაციაზე. ეს არასწორი საუბარია. რუსეთის ურთიერთობები ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან მართლაც რთულია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ დანარჩენი მსოფლიო. 2010-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთმა ნამდვილი აზიური პოლიტიკა შეიმუშავა, რაც მარტო ჩინეთთან პრივილეგირებულ ურთიერთობებს არ მოიცავს. რუსეთს ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკა ლათინურ ამერიკაში. ახლო აღმოსავლეთში, როგორც დავრწმუნდით, რუსეთი შეუცვლელი ძალა გახდა. მას მხოლოდ აფრიკა აკლდა და ახლა რუსეთი ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს”.