7 ივლისს ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე მაქსიმალური ტემპერატურა +42 გრადუსი დაფიქსირდება

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძის განცხადებით, 7 ივლისს ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე მაქსიმალური ტემპერატურა +42 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მომდევნო 2 დღის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა.

სანაპირო კურორტებზე კი +33, +35 – შეგრძნების ინდექსი (Heat index) +40

დასავლეთ საქართველოს დაბლობში +40, +42

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +37, +39

„მაღალი ტემპერატურისა და ბოლო დღეებში არსებული მშრალი ამინდის ფონზე საქართველოს მთიან ზონაში არსებობს ხანძრის წარმოქმნის მაღალი საშიშროება“, – აფრთხილებს მოსახლეობას მეტეოროლოგი და მოქალაქეებს მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად. გაუფრთხილდნენ გარემოს.

“პრაიმტაიმი”