“გოგონა ტირილით ამოვიდა კლასში, ვიღაც უცნობი კაცი დახვდა მანქანაში ჩაჯექიო” – სასწრაფო გაფრთხილება მშობლებისთვის

“გოგონა ტირილით ამოვიდა კლასში, ვიღაც უცნობი კაცი დახვდა მანქანაში ჩაჯექიო” – ნახეთ სასწრაფო გაფრთხილება მშობლებისთვის.

ტელეკომპანია “მეგა TV” შემაძრწუნებელ ინფორმაციას ავრცელებს.

– “მეგობრებო, ვისთანაც მოვახერხე, გავაგზავნე. გთხოვთ, ძალიან ყურადღებით იყავით. ქალაქში დადის მანიაკების ჯგუფი, რომლებიც ბავშვებს, განსაკუთრებით პატარა გოგონებს უჩერებენ მანქანებს და სთავაზობენ გაყოლას ბავშვის სახლამდე, იმ პირობით რომ არიან მშობლების ახლობლები.

შემდეგ კი ახორციელებენ სექსუალური ხასიათის და სხვა ქმედების მცდელობას. სამწუხაროდ, 28-ე სკოლაში დაფიქსირდა ერთი ასეთი შემთხვევა, მეექვსე კლასელი გოგონა ყვირილის და მუქარის შემდეგ, ჩასვეს მანქანაში მოტყუებით. უთხრეს, რომ იყვნენ მამას მეგობრები და მიიყვანდნენ სახლში.

საბედნიეროდ, ბავშვმა მოახერხა და დაურეკა დას, რისი გაგების შემდეგაც გამტაცებელი შეშინდა, დაიბნა და ამ ყველაფრის შედეგ ბავშვმა მოახერხა მანქანიდან გამოქცევა.

ძალიან ბევრ ქალაქში და უკვე ჩვენთანაც შენიშნეს არაერთ სკოლასთან, ზუსტად გაკვეთილების დასრულების საათებში რამდნეიმე საეჭვო პიროვნება. საქმის კურსშია სხვადასხვა შესაბამისი ორგანო. სანამ ეს უკანასკნელები მოიმოქმედებენ რამეს,ჩვენ დავიცვათ ჩვენი შვილები უფრო მეტად” – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობელი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისშიც უცხო პირები სკოლის მოსწავლეებს მანქანაში მოტყუებით ისვამენ.

– “ჩემი ძმისშვილები სადაც დადიან იმ სკოლაში მოხდა ასეთი ამბავი: კაცმა მანქანით იმ დროს ჩამოიარა, როცა მოსწავლეებმა გაკვეთილები დაასრულეს. მე-6 კლასელი გოგოსთვის უთქვამს მამაშენის მეგობარი ვარ და სახლში წაგიყვანო. ბავშვი დაბნეულა და უთქვამს, არ მინდაო, მძღოლს უყვირია მიდი გელოდები მამაშენთან მივდივარო. თუმცა საბედნიერო ბავშვიარ ჩამჯდარა.

ერთ-ერთ სკოლასთან უცხო პირებს მანქანა გაუჩერებიათ და უთქვამთ, ჩვენმა მეგობარმა შეყვარებულს საჩუქარი უნდა გაუკეთოს, ჩვენ არ გვინდა, რომ გამოვჩნდეთ და დაგვეხმარე, წამოგვყევი და საჩუქარი შენ გადაეციო. ამ ფორმით მარტივად შეიძლება ბავშვის მოტყუება, ამიტომ მშობლებმა შვილებს ყურადღება უნდა მიაქციონ. მსგავსი შემთხვევების შესახებ სხვა ქალაქებშიც მსმენია, ბოლო დროს ქუთაისშიც გახშირდა.

ჩემო მეგობრებო. ჩემო ფეისბუქ მეგობრებო. მინდა გააზიაროთ ეს ყველაფერი. ქუთაისში 5 დღის ჩამოსული ვარ და დამხვდა უბანში ეს ამბავი. საფიჩხიაზე ვარ და მე 8 ე სკოლა ახლოსაა ჩემთან. დღეს ლამაც ფორმაში სვეცკურად ჩაცმული გოგონები ცდილობდნენ უმცროსკლასელი ბავშვები გამოეყვანათ სკოლიდან და წაეყვანათ. არვიცი რატომ ან სად.. გაფრთხილებთ მშობლებო. ბოლომდე მიყევით თქვენს შვილებს სანამ ჯგუფში არ შევლენ. ხვალ შეიძლება ეს სვეცკი გოგონები მონაზონის ფორმაში გამოეცხადონ თქვენს ბავშვებს… დაელოდეთ თქვენს შვილებს გაკვეთილების შემდეგაც.. p.s გთხოვთ მთელი გულით” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

წყარო: newposts.ge