გააქტიურებული სამხედრო შეტაკებებისა და გაზრდილი არეულობის გამო, ირანის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უყრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს, ხოლო მათ, ვინც უყრაინაში გამგზავრებას გეგმავს, თავის შეკავებას ურჩევს.
მედია იუწყება, რომ აღნიშნული მოწოდება ირანის ხელისუფლებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა ირანი უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში დაადანაშაულეს.
ამასთან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა მიმდინარე კვირას განაცხადა, აშშ-ს აქვს მრავალი მტკიცებულება, რომ ირანული დრონები უკრაინის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის გამოიყენება.
ირანი რუსეთისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად შეიარაღების მიწოდებას უარყოფს.