ფრანგების უმრავლესობას სურს, რომ ყველა არალეგალი იმიგრანტი, სადეპორტაციო ცენტრებში განთავსდეს

გამოკითხვა: ფრანგი მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ ყველა არალეგალი იმიგრანტი, სადეპორტაციო ცენტრებში განთავსდეს.

ყოველი ათი ფრანგიდან ექვსი მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ საფრანგეთში არალეგალურად შემოსული თითოეული იმიგრანტი დეპორტაციამდე მათთვის განკუთვნილი დაკავების დაწესებულებაში განთავსდეს. ქვეყანაში მცხოვრები იმიგრანტების რაოდენობა, რომელთაც უკანონოდ გადაკვეთეს სახელმწიფოს საზღვარი, უკვე 700000-ს აღწევს.

CSA ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხული ფრანგი მოსახლეობის 58%-ის აზრით, საფრანგეთში მცხოვრები ყველა არალეგალი იმიგრანტი, სანამ მათ საფრანგეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ, მათთვის განსაზღვრულ ადმინისტრაციული დაკავების ცენტრებში უნდა მოთავსდნენ.

გამოკითხვა მას შემდეგ ჩატარდა, რაც საფრანგეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი 12 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის შესახებ, რომლის ცხედარიც ჩემოდანში მოთავსებული იმ კორპუსის წინ არსებულ ეზოში აღმოაჩინეს, სადაც გოგონა თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

სისხლის სამართლის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი 24 წლის ალჟირელი ქალია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში არალეგალურად ცხოვრობს და შესაბამისად, დეპორტაციის ბრძანებას ექვემდებარებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრძანება არ იქნა სისრულეში მოყვანილი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს, როგორც ამბობენ, საფრანგეთის ტერიტორია 21 აგვისტოს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, იგი ბრძანებას არ დაემორჩილა და ქვეყანაში ცხოვრება გააგრძელა. არალეგალი მიგრანტის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით კი, როგროც ჩანს, შესაბამის ორგანოებს არანაირი ზომები არ მიუღიათ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე არსებულ არალეგალთა დაკავების 1850 ცენტრს კიდევ 300-ს დაამატებდა.

მასალის წყარო: https://www.breitbart.com/europe/2022/10/21/poll-majority-of-french-want-all-illegals-placed-in-deportation-centres/?fbclid=IwAR0YJKMWcdpMAUx2ZUnK2TBw37K8zWETqXRb-PESicNBiPTGJUEl5gICOxk

წყარო: alt-info.ge