“გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს ფასების შემცირების მოლოდინი” – ოთარ შამუგია.
– “გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თქვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანას მეტი შემოსავალი აქვს და შესაბამისად გაჩნდა საშუალება, ბიუჯეტში მნიშვნელოვანი კორექტირებები მოხდეს.
– “ინფლაცია არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და სხვაგან, თუმცა დადებითი დინამიკაა მაგალითად, ხორბლის მიმართულებით ფასების შემცირება და ამან უკვე იქონია გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თქვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკაში გვაქვს ორნიშნა ზრდა და ვინარჩუნებთ ამას, გვაქვს მეტი შემოსავალი და შესაბამისად გაჩნდა საშუალება, რომ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი კორექტირებები მოხდეს, მათ შორის, ჩვენს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. მეტი შემოსავალი ნიშნავს მეტ საშუალებას, მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენს ფერმერებს და მოსახლეობას დავეხმაროთ და ეკონომიკას მივცეთ მეტი სტიმული” – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
წყარო: itv.ge