BBC: “როგორ დაეხმარა “სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში”

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC-ი საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გაწეული სამუშოას შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით „როგორ დაეხმარა “სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

სტატიის ავტორი დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, რომელთაც ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით საზღვრის გასხნა რეკომენდებულია.

სტატიაშია ნათქვამია, რომ საქართველოში, სადაც 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 1000-ზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებულია, გარდაცვლილა 15 ადამიანი.

“კავკასიის სახელმწიფოს მიერ პანდემიაზე რეაგირების გამო აქებენ მეცნიერთა ჯგუფს, რომელთაც “სამ მუშკეტერს” უწოდებენ. შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში, რომელიც თითქმის საქართველოს ზომისაა, კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, საერთო რაოდენობამ კი 26 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს…

კორონავირუსის საინფორმაციო კამპანიას და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მუდმივ მიწოდებას უზრუნველყოფდნენ უმაღლესი რანგის მეცნიერები და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ამავდროულად, ლუგარის ცენტრი რუსეთის დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე ხდებოდა. საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეცნიერებმა საზოგადოების ფართო პატივისცემა დაიმსახურეს.

სამეულში შედიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და მთავარი ვირუსოლოგი, თბილისის შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა, რომელიც საზოგადოების ინფორმირებას მუდმივად ახდენდა, მარინა ეზუგბაიაა, თბილისი შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის სამედცინო დირექტორი”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და მათი ეტაპობრივი შერბილების შესახებ.

წყარო: ghn.ge