აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა, მარკ მილიმ და ვალერი გერასიმოვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

სამხედრო ხელმძღვანელებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი განიხილდეს და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები ღია იქნება.

„წარსული პრაქტიკის შესაბამისად, მათი საუბრის კონკრეტული დეტალები დაცული იქნება“, – განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის სპიკერმა.

21 ოქტომბერს, აშშ-სა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.