ეკა კვალიაშვილი საქართველოდან მიდის?! – „ძალიან დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მივდივარ აქედან…“

მომღერალმა, ეკა კვალიაშვილმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, იგი ქვეყნიდან წასვლას აპირებს.

“მივდივარ აქედან, სწორედაც, რომ მივდივარ, მაგრამ ეს იმას არ შველის, რომ ქვეყანაში არის საშინელი მდგომარეობა, კოშმარული სიტუაციაა. მე პირადად იმას ვიტყოდი, რომ როგორც პიროვნება და როგორც ხელოვანი, არ ვარ დაფასებული სათანადოდ. დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მე რომ ბიძინამ თავისი ფონდიდან ყოველთვიური საარსებო საშუალება არ გადმომირიცხოს, დღეს ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი” – თქვა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა „ჯორჯიან თაიმსის” ეთერში