მომღერალი, ნინი შერმადინი აცხადებს, რომ ამ ბოლო დროს, მის ცხოვრებაში ბევრი არასასიამოვნო მოვლენა მოხდა.
“ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი არასასიამოვნო ამბები მოხდა. ვგულისხმობ მშობლების უეცარ გარდაცვალებას, რამაც ბუნებრივია, ძალიან დამთრგუნა , დეპრესიაში
ჩამაგდო. მამას მეტასტაზები უკვე ყველგან იყო წასული და აქეთ მამშვიდებდა მომაკვდავი კაცი: მამი, ნუ გეშინია, კარგად ვიქნებიო. მეც მჯეროდა ამის. უემოციო გავხდი”, – ამბობს ნინი შერმადინი.