რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ თვეში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების აფეთქებაში დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა.
„ბრიტანეთის საზღვაო ძალების ამ ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – აღნიშნულია რუსების განცხადებაში.
თავის მხრივ, ბრიტანეთმა რუსეთის ბრალდებები უარყო.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიმართავს ეპიკური მასშტაბის ცრუ ბრალდებების გავრცელებას“, – აცხადებენ ბრიტანელები.