რუსეთმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. შედეგად, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში წყლისა და დენის მიწოდება შეზღუდულია. ამის შესახებ უყრაინული მედია კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსა და კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ალექსეი კულებაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, დღეს დილიდან კიევში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა. მათი ნაწილი დედაქალაქის შემოგარენიდან ისმოდა.
მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ასევე ვინიცის, პოლტავის, კიროვოგრადისა და ოდესის ოლქებშიც.
31 ოქტომბრის დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ჩართული.