საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენრალური მდივანმა მარტინ ჩუნგონგმა, სოფო კილაძე ექსპერტის რანგში საპარლამენტო საკითხების შესახებ სასაუბროდ, ონლაინ კონსულტაციაზე მიიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას პაელამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია საპარლამენტთაშორისო კავშირმა დასახოს საკუთარი სტრატეგია და ხელი შეუწყოს გაძლიერებული თანამშრომლობის წახალისებას პარლამენტებსა და სასამართლო ხელისუფლებებს შორის.
„თქვენი შთამბეჭდავი გამოცდილებისა და ლიდერობის გათვალისწინებით, ბავშვთა უფლებებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დარგში, ქალბატონო სოფო, დიდი პატივია მოგიწვიოთ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, სახელწოდებით – „საპარლამენტო პერსპექტივიდან დანახული კანონის უზენაესობის მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები და შესაძლებლობები“. თქვენი მონაწილეობა ხელს შეუწყობს IPU-ს და IDLO-ს თანამშრომლობის გამყარებას სახელმწიფოს ყველა შტოსთან – ნათქვამია მარტის ჩუგონგის განცხადებაში.
“იმედინიუსი’