ხელისუფლება ისევ ომბუდსმენს ებრძვის, როგორც მაშინ, მაგრამ სოზარ საუბარი კარგი ომბუდსმენობიდან გახდა ძალიან ცუდი დეპუტატი და ცუდი მოქალაქეც. განცდა მაქვს, რომ 2010-11 წლებში დავბრუნდით იმის ნაცვლად – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„როდესაც არ გინდა ამ სარკეში ჩაიხედო, ე.ი. ცუდად გამოიყურები – ჩვენი დემოკრატია და ადამიანის უფლებები ცუდად გამოიყურება. ახლა არის 2022 წლის ბოლო და მე მაქვს განცდა, რომ 2011 წელს დავბრუნდი. ისევ მესმის სასამართლოში ის ხალხი, ვინც ადამიანის უფლებების სადარაჯოზე უნდა იდგნენ. არაფერი შეიცვალა – ისევ ამ მოსამართლეებს ვებრძვით: მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე, მეთოფიშვილი და ა.შ. ახლა, 11 წლის შემდეგ ისევ ეს ხალხი. ხელისუფლება ისევ ომბუდსმენს ებრძვის, როგორც მაშინ, მაგრამ სოზარ საუბარი კარგი ომბუდსმენობიდან გახდა ძალიან ცუდი დეპუტატი და ცუდი მოქალაქეც. განცდა მაქვს, რომ 2010-11 წლებში დავბრუნდით იმის ნაცვლად, რომ დიდი ნახტომი გაგვეკეთებინა წინ და ეს უნიკალური შანსი გამოგვეყენებინა, რაც ევროკავშირში სწრაფი კანდიდატობის სტატუსს გვაძლევს“, – განაცხადა ბესელიამ.