ბიძინა ივანიშვილი ათამაშებს კუნთებს და დასავლეთს ეუბნება, რომ ევროპული დღის წესრიგი მისთვის არაფერს ნიშნავს – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება არის ორი მესიჯი ბიძინა ივანიშვილისგან. ის ახლა ათამაშებს კუნთებს, დასავლეთს ეუბნება, რომ ევროპული დღის წესრიგი ჩემთვის არაფერს ნიშნავს თუ ჩემს ჭკუაზე არ იქნება ყველაფერი, ძალაუფლების შენარჩუნება არის ჩემთვის მთავარი და ჩვენც გვეუბნება იგივეს, ვინც იქნება განსხვავებული, კრიტიკული, დავიჭერ, დავხურავ, შევზღუდავ და ასე შემდეგ”- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.