“ფეხშიშველი დადის და წითელი ჟაკეტი აცვია” – რომში ქართველ ემიგრანტს ეძებენ.
რომში ქართველ ემიგრანტს, ხათუნა გაჩეჩილაძეს ეძებენ. როგორც პრაიმტაიმს ერთ-ერთმა ემიგრანტმა უთხრა, ქალს წითელი ჟაკეტი აცვია და თვითმხილველებმა ის ფეხშიშველი შენიშნეს.
– “გუშინ 1 წამით გამოსულა კონტაქტზე, მისი ოჯახის წევრები ეძებდნენ. უთქვამს, სადღაც ვატიკანის მხარეს იყო. ახლა იქ ვართ გამოსულები, ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. ორ ბარში მითხრეს, რომ ნახეს, ფეხშიშველი დადის და წითელი ჟაკეტი აცვია. გამოვიქეცი როგორცვე გავიგე, მოვკვდები, რომ ვერ ვნახო. ამხელა რომში ეძებე ქართველი … არ ვიცნობ, უბრალოდ, გავიგე რომ ქართველია.
გოგოებმა დამირეკეს, რომთან ახლოს მუშაობდა და დატოვა სამსახური. აუღია თავისი ჩემოდანი და წამოსულა. არც ჩემოდანია, არც გოგოა, დაიკარგა, არავინ იცის სად არის” – ამბობს ემიგრანტი.
წყარო: ptn.ge