პროექტი “ციფრული თბილისი” მერიის მხარდაჭერით ხორციელდება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტ „ციფრულ თბილისს“ მასპინძლობს, რომელიც პირველად საქართველოში 25-28 ოქტომბერს გაიმართება. პროექტი ფრანგული მულტიმედიური ფესტივალის „სკოპიტონ”-ის ( Scopitone. Stereolux. ნანტი. საფრანგეთი) შვილობილ ფესტივალს წარმოადგენს თბილისში, ადაპტირებულს ქართული სახელოვნებო სცენისთვის.

„Scopitone“ უკვე 18 წელია ყოველწლიური ფესტივალია ქალაქ ნანტში, რომელიც მუსიკას, პერფორმანსის ხელოვნებას, გამოფენებს, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, მედია ხელოვნებისა და გამოხატვის ახალ გზებსა და ინსპირაციებს აერთიანებს.

მათივე ინფორმაციით, „ციფრული თბილისის“ მიზანია ფრანგულ “Scopitone“-თან კოლაბორაციის შედეგად, ქართველ ხელოვანებთან ერთად საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის საინტერესო კო-პროდუქცია შეიქმნას და პარალელურად, თბილისი, ფესტივალის ფარგლებში, წლიდან-წლამდე საერთაშორისო არტისტებისთვის მიმზიდველ პროფესიულ ჰაბად იქცეს.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.