შვეიცარული ნეიტრალიტეტი მოქმედებაში – უყრაინას “გეპარდის” ჭურვების გარეშე ტოვებენ

გერმანიას არ აქვს უფლება, “გეპარდის” საზენიტო ტანკისთვის შვეიცარიული წარმოების საბრძოლო მასალა უყრაინას გადასცეს. შვეიცარიის ნეიტრალიტეტის გამო, შეუძლებელია გერმანიის მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ საბრძოლო მასალის შემდგომი ექსპორტის უყრაინაში, განმარტა კონფედერაციის ეკონომიკის მინისტრმა გი პარმელინმა გერმანიის თავდაცვის მინისტრის ქრისტინ ლამბრეხტისადმი მიმართულ წერილში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა.

შვეიცარიის კანონი კრძალავს ექსპორტს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებში.

გერმანულმა მხარემ  ბერნს ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში მიმართა შეკითხვით, თანახმა იქნებოდა  შვეიცარია თუ არა,  “გეპარდის” ტიპის საზენიტო ტანკისთვის 12400 ჭურვის, საბრძოლო მასალის კიევისთვის მიწოდებაზე. შვეიცარიამ ამ კითხვაზე ივნისში უარყოფითი პასუხი გასცა, შვეიცარიისთვის სავალდებულო მუდმივი ნეიტრალიტეტის იმპერატივზე მითითებით.

ლამბრეხტმა ახლახანს წერილი კიდევ ერთხელ მისწერა შვეიცარიას, როგორც ორშაბათს გამოაცხადა სამინისტროს სპიკერმა. მედიის ცნობით, მინისტრმა შვეიცარიელ კოლეგას ვიოლა ამჰერდს სთხოვა “გეპარდის” 35-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალის რეექსპორტის ნებართვა. „შპიგელის“ ცნობით, ლამბრეხტმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის სამხრეთით მდებარე პორტების დაცვის აუცილებლობაზე, რადგან ეს პორტები უყრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

“გეპარდი” იყო პირველი მძიმე იარაღის სისტემა, რომელსაც გერმანია დაჰპირდა უყრაინას. სექტემბრისთვის 30-ვე დაპირებული საზენიტო ტანკი უყრაინას გადაეცა.

თუმცა პრობლემა თავიდანვე საბრძოლო მასალის ნაკლებობაში მდგომარეობდა. თავდაპირველად მხოლოდ 60000 გასროლა იყო ხელმისაწვდომი, რაც  საზენიტო იარაღის სროლის მაღალი მაჩვენებლის გამო ძალიან მცირ მოცულობად მიიჩნევა. “Spiegel”-ის თანახმად, შვეიცარიაში გაგზავნილ ბოლო წერილში ლამბრეხტი საბრძოლო მასალის ნაკლებობას ჩივის, გასულ პერიოდში რუსული თვითმფრინავების და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ “გეპარდების” ინტენსიური გამოყენების გამო.–Yahoo.de

მიუხედავად იმისა, რომ გლობალისტურმა ძალებმა ევროპის სახელმწიფოთა ნეიტრალიტეტს წყალი შეუყენეს ფინეთსა და შვედეთში, ასევე გააძლიერეს ზეწოლა ავსტრიასა და შვეიცარიაზე, პირდაპირი დემოკრატიის წესი, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციაში მოქმედებს, ჯერ კიდევ ახდენს თავის ზეგავლენას ვითარებაზე.