დიმიტრი გვრიტიშვილი – სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი არ არსებობს

დიმიტრი გვრიტიშვილი – სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი არ არსებობს, რომელი ინსტანციის სასამართლოც არ უნდა იყოს, კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს.

რომელი ინსტანციის სასამართლოც არ უნდა იყოს, განუხრელად მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა საქმეზე სამართალწარმოებას სამართლიანობის პრინციპის დაცვით ახორციელებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებმა გვრიტიშვილს კითხვა დაუსვეს: „როგორ შეაფასებდით იმას, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე საერთაშორისო გამოხმაურებები კრიტიკულია“.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, რეზონანსული საქმეები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის თუ მასმედიის საშუალებებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იქნება, ამგვარ ელფერს იძენს.

„სამართალწარმოება ცნობილი პოლიტიკოსის ან მასმედიის წარმომადგენლების მიმართ როდესაც მიმდინარეობს, ბუნებრივია, მსგავსი აღქმა, შეიძლება გამოიხატოს. ე.წ. რეზონანსული საქმეები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის თუ მასმედიის საშუალებებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იქნება, ამგვარ ელფერს იძენს, თუმცა ყველა შემთხვევაში, რომელი ინსტანციის სასამართლოც არ უნდა იყოს, განუხრელად მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონის სწორი განმარტების შედეგად და ყველა საქმეზე სამართალწარმოებას სამართლიანობის პრინციპის დაცვით ახორციელებს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე: „ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორები სასამართლო საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. გგონიათ თუ არა ეს ბუნებრივი აღქმა“, გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლის მხრიდან ასეთი შეფასება შესაძლოა, სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად იყოს შეფასებული.

„კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია, მოსამართლე მხოლოდ კონსტიტუცუას და კანონს ემორჩილება. სწორედ ამიტომ, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ნებისმიერი სხვა ობიექტური დამკვირვებლის მხრიდან, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობითაა დაინტერესებული, ნებისმიერი ასეთი შეფასება და ქმედება შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც გარკვეულწილად სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი

„სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი არ არსებობს. ამ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოვადგენ, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, დაიცვას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ცალკეული მოსამართლეების ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. ვინმე ამ ჯგუფს გავლენის ჯგუფად თუ აღიქვამს, ვამბობ, რომ მოსამართლეები აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონით დადგენილი წესით არიან თანამდებობაზე არჩეული, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, დაიცვან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. მიუხედავად მისი სტატუსისა, არავის მისცეს შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს საქმეებში“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

წყარო: 1tv.ge