რომში საქორწინო კაბებში გამოწყობილმა ქალებმა კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები გააპროტესტეს.
ცნობისთვის, რომში აკრძალულია ისეთი ხალხმრავალი რელიგიური ცერემონიები, როგორიცაა დიდი ქორწილები.
პერფორმანსის ორგანიზატორი იტალიის ქორწილების ასოციაციაა.
ერთ-ერთი აქციის მონაწილის თქმით, მას ქორწილი სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, შექმნილი ვითარების გამო თარიღის გადაწევა მოუწია.
“პრაიმტაიმი”