ევროპის გაფარჩაკება, გერმანიის “თამადობით”, ზამთარშია მოსალოდნელი

გერმანიაში ნერვოზული მდგომარეობა ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებით ნარჩუნდება. ეს მოქმედებს მთელ ეკონომიკაზე და სოციალურ ყოფაზე. მომავალი ზამთარი სიურპრიზებს შესთავაზებს ევროპას – როგორც ჩანს, ამას უკვე ვერსად გაექცევა გამოშტერებული ევროპული “ელიტა”.

“ამჟამად ვაკვირდებით გაზსაცავებში ბუნებრივი აირის მცირედ კლებას” – დაწერა გერმანიის ქსელური სააგენტოს უფროსმა კლაუს მიულერმა “ტვიტერზე”. მან მოუწოდა მოქალაქეებს და საწარმოებს, გაზის მოხმარება ეკონომიურად აწარმოონ. ამჟამინდელი მარაგები საკმარისი იქნება მხოლოდ 9-10 კვირის მანძილზე.

“ჩვენ გაზი დიდი ოდენობით დავაგროვეთ, მაგრამ ზამთარი, შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს. იმისათვის, რომ გაზის ნაკლებობის მდგომარეობა თავიდან ავიცილოთ,  გაზი უნდა დავზოგოთ” – დაწერა მიულერმა.

როგორც ჩანს, გერმანელები ცოტა მოეშვნენ და დაიჯერეს, რომ მათი მთავრობა ფოკუსებს მოაწყობს და გაზი თავისით გაჩნდება. ამას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს. ასე, მაგალითად, ალენსბახის ინსტიტუტის გამოკვლევით, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა, ამჟამად გერმანელების მხოლოდ 36 პროცენტი ფიქრობს, რომ გერმანიას ზამთარში საკმარისი ბუნებრივი აირი არ ექნება და მისი მოხმარება შეზღუდულ უნდა იქნას. აგვისტოში ასეთთა რიცხვი 52 პროცენტს აღწევდა. ოქტომბერში უკვე 42 პროცენტამდე იყო დასული ეს მაჩვენებელი. ახლა გერმანელების 42 პროცენტს სჯერა, რომ ქვეყანა ზამთარს მეტად თუ ნაკლებად დაუზარალებლად გაივლის. აგვისტოში ასე მხოლოდ მათი 25 პროცენტი ფიქრობდა.

ამრიგად აბრიყვებენ ხალხს, მათ შორის, “ჭკვიან” გერმანელებს. მასა მასაა. კოლექტივს ტვინი არ გააჩნია.

სამაგიეროდ, რეალობა გამომაფხიზლებლად მოქმედებს, თუმცა მთავარი გამოფხიზლება ჯერ კიდევ წინ არის.

მიულერის ინფორმაციით, ამჟამად გაზსაცავები ბუნებრივი აირით 99,2 პროცენტითაა შევსებული. კლებამ მხოლოდ 0,03 პროცენტი შეადგინა, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. გაზის ეს რაოდენობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, გერმანიას 9-10 თვის მანძილზე ეყოფა მხოლოდ – ირწმუნება გერმანელი სპეციალისტი.

ეს იმ შემთხვევაში, თუკი “ჩვენ 2021-22 წლის ზამთრის სეზონივით თბილი ზამთარი გვექნება და გაზს მხოლოდ საცავებიდან მოვიხმართ” – აღნიშნა მიულერმა.

იგი აფრთხილებს საზოგადოებას: რამდენიმე ექსტრემალურად ცივი დღე საკმარისი იქნება, რომ გაზსაცავები დაიცალოს.

მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაივიწყონ არსებული საფრთხე, ამჟამად შედარებით მაღალი ტემპერატურების ფონზე.

“ზამთარი, შეიძლება, იანვრის ბოლომდე ნელ-თბილი იყოს და ყველა იფიქრებს – რა კარგია! მაგრამ გაზის მოხმარება დრამატულად მოიმატებს რამდენიმე მწარედ ცივი დღის შედეგად… როდესაც ყინვები მოუჭერს, გაზსაცავები ძალიან მალე დაიცლება”.

დაველოდოთ, სადამდე გასტანს ევროპელთა სიბეცე და სიჯიუტე რუსეთის ჯიბრზე, სადამდე მიიყვანენ საკუთარი თავების გაფარჩაკებას.