გენმოდიფიცირებული კოღოები – რატომ გამოუშვეს ხელოვნურად შექმნილი მწერები ბუნებრივ გარემოში

ამ ზაფხულს, პირველად, აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გამოშვება შესაძლებელი გახდება. ინფორმაციას fox46 ავრცელებს.

 

2020 წლის 1 მაისს, კომპანია Oxitec- მა აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოსგან ყოველ კვირას (ორი წლის განმავლობაში) ფლორიდასა და ტეხასის შტატებში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გამოშვებისა და მათი ექსპერიმენტული გამოყენების უფლება მიიღო.

ამ კოღოს სახეობის მდედრი წარმომადგენლები სხვადასხვა ვირუსის გადამტანები არიან (ყვითელი ცხელება, დანგეს ციებ-ცხელება, ზიკას ვირუსი და ა.შ.).

კომპანიის მიზანს სწორედ ასეთი დაავადებების გავრცელების შეჩერება წარმოადგენს.

როდესაც გენმოდიფირებული მამრი კოღოების ლაბორატორიიდან გათავისუფლება და მდედრებთან შერწყმა ხდება, მათი მდედრობითი სქესის შთამომავლობა ზრდასრულ ასაკს ვერ აღწევს და ვეღარ გამრავლდება.

მათი დიდი რაოდენობით გამოშვებამ საბოლოოდ ველური პოპულაციის დაშლა უნდა გამოიწვიოს.

გენეტიკური ინჟინერია ადამიანებს ბიოლოგიური სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურისთვის ახალი ფორმის მიცემის უპრეცედენტო შანსს სთავაზობს. თუმცა, გენეტიკური რედაქტირების მიღწევები სისწრაფითა და ენთუზიაზმით გამოირჩევა, ხოლო ეკოსისტემა, რომელიც ამ მიღწევებმა უნდა შეცვალოს, ისევ ისეთი კომპლექსურია.

ბოლო პერიოდში, გენეტიკურად მოდიფიცირების კუთხით, მეცნიერების დიდი ყურადღება სწორედ კოღოებმა მიიპყრო.

მათმა უნარმა შეძლონ შთამომავლობა გარდაქმნან ისე, რომ ისინი ვირუსების გადამცემები აღარ იყონ.

ამ ყველაფერს მილიონობით ადამიანისთვის,რომლებიც ყოველწლიურად კოღოებისგან გადაცემული ვირუსებით ავადდებიან, ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.

“პრაიმტაიმი”