8 წლის გოგონას მკვლელზე ინფორმაციის მიწოდებისთვის პოლიციამ 10 000 დოლარი დააწესა (ატლანტა)

ატლანტაში 8 წლის გოგონას მკვლელზე ინფორმაციის მიწოდებისთვის პოლიციამ 10 000 დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ინფორმაციას fox46-ი ავრცელებს.

 

 

პოლიციის ინფორმაციით, შაბათს ღამით მოკლული 8 წლის გოგონა სეკორია ტერნერია. პოლიციამ იმ ადგილიდან ოდნავ მოშორებით, სადაც გოგონას ესროლეს, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი და ორი დაშავებული აღმოაჩინა.

 

„თქვენ დახვრიტეთ ბავშვი და მოკალით. მხოლოდ ერთ მათგანს არ უსვრია მისთვის, სავარაუდოდ, სულ მცირე ორი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში“,- განახადა ატლანტას მერმა კონფერენციის დროს.

 

მკვლელობა Wendy-ს რესტორანთან ახლოს მოხდა. ეს ის ადგილია, სადაც პოლიციის ქმედებას ფერადკანიანი რაიხარდ ბრუკსის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ბრუკსის სიკვდილის შემდეგ ქალაქში სამართალდამცავების სისასტიკის წინააღმდეგ დემონსტრაციები დაიწყო. თავდაპირველად, მათში მხოლოდ 150-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მოგვიანებით, მომიტინგეების რაოდენობა რამდენიმე ასეულამდე გაიზარდა.

 

დემონსტრაციების დროს რესტორანში, რომლის გვერდით ბრუკსი დაჭრეს, ხანძარი გაჩნდა.

 

სწორედ ამ პერიოდში, ოფიციალური პირების ცნობით, 8 წლის სეკორია დედასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა.

 

მძღოლი უკანონოდ განთავსებული ბარიკადებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, რათა პარკინგამდე მიეღწია.

 

შეიარაღებულმა პირებმა კი მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მძღოლმა სეკორია სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

„ის მხოლოდ 8 წლის იყო. ის სრულიად უდანაშაულო იყო, მას არაფერი დაუშავებია. ვიცი, რომ ბრუკსის გარდაცვალებით ადამიანები გაღიზიანებული არიან.

 

მაგრამ ჩვენ ხომ არაფერი გაგვიკეთებია. ისინი ამბობენ – ფერადკანიანთან სიცოცხლე მნიშვნელოვანია! და მათ თავადვე მოსპეს ეს სიცოცხლე“,- ამბობს სეკორიას დედა.

“პრაიმტაიმი”