ნიკა მელია: თუ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ის სამიზნე იქნება იმ მღელვარებისა, რომელიც ამ ქვეყანაში გარდაუვალია

თუ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ის სამიზნე იქნება იმ მღელვარებისა, რომელიც ამ ქვეყანაში გარდაუვალია, რადგან გასაგები იქნება, რომ ეს ქალბატონი დგება საბოლოოდ კობახიძეების, ღარიბაშვილებისა და კალაძეების რიგში – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

„როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, რომ სასამართლოში არის კლანი, ქართულ სამართლოს არაფერი საერთო არა აქვს მართლმსაჯულებასთან, საუბრობს რომ ევროპული დავალება 12 პუნქტის სახით უნდა შესრულდეს, დეპოლარიზაცია უნდა მოხერხდეს ქვეყანაში და იმ ასპარეზზე სადაც მხოლოდ და მხოლოდ იქ ხედავს ქალბატონი ზურაბიშვილი საკუთარი უნარჩვევების გამოვლინებას, ეს არის საერთაშორისო ასპარეზი, ყველა ადამიანი იძახის ერთი და იგივეს, რომ ნიკა გვარამია არ უნდა იყოს პატიმრობაში. თუ ეს ქალბატონი, მიუხედავად ამ ყველაფრისა ამას არ გააკეთებს, გასაგები იქნება და ეს ქალბატონიც იქნება სამიზნე იმ მღელვარებისა, რომელიც ამ ქვეყანაში გარდაუვალია, რადგან გასაგები იქნება, რომ ეს ქალბატონი დგება საბოლოოდ კობახიძეების, ღარიბაშვილებისა და კალაძეების რიგში“_ განაცხადა ნიკა მელიამ.