ღარიბაშვილო, დარეკე აბა, “საქ. ბანკში”, თუკი ამერიკის მონა არ ხარ!

მიმართვა საქ. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს: ღარიბაშვილო, ამტკიცებ, რომ ამერიკის და ყველა სხვა ქვეყნის დიქტატისგან თავისუფალი ხარ. მაშ, გადარეკე “საქ. ბანკში”, რომელსაც, დარწმუნებულები ვართ, სხვა ბანკებიც არიან აყოლილნი… კერძოდ, რატომ უკრძალავენ ქართველ ბიზნესმენებს, ბიზნესი აკეთონ ირანთან და ირანში – ქვეყანასთან, რომელთანაც მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს და ბევრი სასარგებლო პროექტის განხორციელება შეგვიძლია!

 

ასეთ წერილს აგზავნის “საქ. ბანკი”. მისი “შიდა პოლიტიკა” ეწინააღმდეგება შენს “დამოუკიდებელ” პოლიტიკას. დარეკე, გაერკვიე… ბანკის ტელეფონის ნომერი ბოლოშია. აბა , შენ იცი!

 

პატივისცემით,

პაპა კარლო

 

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ ბანკის შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით, დაუშვებელია ირანთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულება / ანგარიშსწორება:

  • ირანში ან ირანული წარმოების პროდუქციის შეძენა, იმპორტი, გადაზიდვა ან / და
  • სხვა ქვეყანაში შეძენილი პროდუქციის ირანის ტერიტორიის გავლით ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთის ტრანსპორტირება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება ანგარიშების დახურვა დამატებითი შეტყობინების გარეშე

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბანკირს ან დაგვიკავშირდით: (032) 2 444 444

მადლობა, რომ ხართ ჩვენი პარტნიორი