ნატო-ს მომავალი სამიტი 2023 წლის 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის მომავალი სამიტის თარიღი დაასახელა.
სახელმწიფო მეთაურების დონეზე ალიანსის წევრი ქვეყნები 2023 წლის სამიტზე ვილნიუსში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან.
– “ჩვენ ახლა ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ ცივი ომის შემდგომ. მოკავშირე სახელმწიფოთათვის და მთავრობის მეთაურებისთვის ვილნიუსში შეკრება იქნება შესაძლებლობა, რომ შევთანხმდეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რათა გავაძლიეროთ თავდაცვა და განვიხილოთ თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა, ისევე როგორც გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი კვლავაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. მადლობელი ვარ ლიეტუვის ჩვენი სამიტის მასპინძლობის. ლიეტუვა ნატო-ს საკვანძო მოკავშირეა. როგორც მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების მასპინძელი, ლიეუტივა გვეხმარება მთლიანი ალიანსისთვის ძლიერი თავდაცვისა და შეკავების უზრუნველყოფაში. ველოდები 2023 წელს ვილნიუსის წარმატებულ სამიტს” – ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში, რომელსაც ალიანსი ავრცელებს.
წყარო: ptn.ge