რამდენ სიხარულს მოუტანდა ქვეყანას და რამდენჯერ აგვატირებდა სიხარულით, მაგრამ ეხლა ყველა ტირის მისი ნაადრევად ზეცად ასვლით

სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“პირველ რიგში ჩემი პირადი მხარდაჭერა იაკობ ბრეგვაძეს, აი ამ მაგარ ბიჭს, სრულფასოვან მოქალაქეს

პირველ რიგში იმიტომ, რომ მას უდანაშაულოს, დღეს კლავს საზოგადოების ნაწილი, თან ჯგუფურად. დიდხანს იცოცხლე შვილო, ეს მოქალაქეობრივი გრძობა და საქციელი “გადასდე” სხვასაც, შენი თაობიდან. მაგარი ბიჭი ხარ, მისაბაძი, საამაყო‼️

ამის შემდეგ ჩემი მხარდაჭერა იმ 112 ის ოპერატორ ბიჭსაც, რომელსაც ასევე ვკვლავთ, ისიც ჯერ ცოცხალია მძორიჭამიებო და ჯვარი ეწეროს. ის როგორც სხვა, ასევე ასრულებდა ზუსტად წესის მიხედვით იმას, რაც ასწავლეს. მოქალაქეა ისიც‼️

და ბოლოს, უკვე ცაში გაფრენილ ანგელოზს ჩემი გულწრფელი ლოცვა-ვედრება და თხოვნა უფლის მიმართ, რომ იქ სასუფეველში ანგელოზად მყოფს, ელოცოს უდანაშაულო თანატოლებზე და ასევე დამნაშავე თანატოლებზეც. ვინ იცის რამდენ სიხარულს მოუტანდა ქვეყანას მისი გამარჯვებებით და რამდენჯერ აგვატირებდა სიხარულით, მაგრამ ეხლა ყველა ტირის მისი ნაადრევად ზეცად ასვლით. საკმარისია…..”- წერს გოგაშვილი.