შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ თავს დამართა ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდა, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და ასეთი არჩევნები პარტიაში მიიღეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ თავს დამართა ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდა, ქვეყნისთვის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები პარტიაში მიიღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა, მათი გასარკვევი საკითხია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთიანობაში არაფერს ცვლის.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის არა მისი ხელმძღვანელობა, არამედ პარტიაში ღირებულებების არარსებობა. პარტია, რომელიც საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამომყალიბებელი, ოპოზიციიდან ზუსტად იგივე გონორით და მისწრაფებებით მოქმედებს. ვიდრე ეს პარტია არ შეიცვლის ამ მიდგომებს, ამ პრინციპებს და არ აღიარებს დემოკრატიას, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს. იქნება იმ მხარდაჭერის ამარა, რაც აქამდეც ჰქონდა და ყოველთვის იქნება ამ ჭრილში დამარცხებული, რადგან ისინი დემოკრატიული მმართველობის მარტივ პრინციპებს არ აღიარებენ. პრობლემა არის პარტიის მმართველობა, არამედ პარტიის ღირებულებითი პრობლემები, რაც აქვთ” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო: newposts.ge