ჩადი
1982 – წელს CIA ხელშეწყობით ჩადის რესპუბლიკის ხელისუფლებაში მოდის სისხლიანი დიქტატორი ჰისენ აბრესი , რომლის მმართველობის დროსაც ჩადში, 40 000 – ადამიანი დახვრიტეს, ხოლო 200 000 – ზე მეტი კი წამებით მოკლეს.
სისხლიანმა დიქტატორმა ხელისუფლებაში 8 – წელი დაჰყო.
რეჟიმს გამოქცეული ჩადის მოქალაქეები თავს ბელგიას აფარებდნენ სადაც ჰისენის წინააღმდეგ სასამართლო დავებს აწარმოებდნენ.
2003 – წელს დიქტატორის წინააღმდეგ ბრიუსელში სასამართლო პროცესები ჩაინიშნა.
თუმცა ამერიკის ზეწოლის და ბელგიაზე იმის დამუქრებით, რომ ის დაკარგავდა ნატოს შტაბბინის სტატუსს, სასამართლო პროცესები შეჩერდა და ჰისენის წინააღმდეგ დაწყებული დავები კი თაროზე დიდი ხნით შემოიდო.
ჰონდურასი
CIA – მიერ მხარდაჭერილმა და შეიარაღებულმა ბატალიონმა ჰონდურასში 400 – ადამიანზე მეტი წამებით მოკლა.
1980-იან წლებში CIA მხარს უჭერდა 316 ბატალიონს ჰონდურასში, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.
ბატალიონის ანგარიშზე ასობით ადამიანის, გატაცება და წამებით სიკვდილი გახლავთ.
წლების შემდეგ გამოჟონილ საიდუმლო მასალებში ვკითხულობთ :
”316-ე ბატალიონმა 1980-იან წლებში დაკითხვის დროს გამოიყენა ელექტროშოკი და სახრჩობელა მოწყობილობები. პატიმრები ხშირად შიშვლები ყავდათ და როცა ისინი აღარ სჭირდებოდათ, კლავდნენ და უსახელო საფლავებში ყრიდნენ. გასაიდუმლოებული დოკუმენტები და სხვა წყაროები აჩვენებს, რომ CIA-მ და აშშ-ს საელჩომ იცოდნენ მრავალი დანაშაულის შესახებ, მათ შორის მკვლელობისა და წამების შესახებ, მაგრამ ისევ აგრძელებდნენ 316-ე ბატალიონის მხარდაჭერას.”
ირაკლი ჯანყარაშვილი