კორონავირუსის შიდა გადაცემის ერთეულ შემთხვევებს სეზონურობას ვერ დავუკავშირებთ

ის, რომ ჩვენ შიდა გადაცემა არ გვაქვს, ცალსახად ვერ დავუკავშირებთ სეზონურობას. ეს არის ის მექანიზმი, რომელიც კარანტინის სახით მოქმედებს საზღვარზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით განუცხადა. კერძოდ, შემთხვევების სიმცირე უკავშირდება თუ არა ვირუსის სეზონურობას.

მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის გადაცემის დაბალი მაჩვენებელიბ სეზონურობას რომ არ უკავშირდება, ამაზე ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არსებული დრამატული სურათი მეტყველებს, რადგან იქაც კლიმატური პირობები ჩვენი ქვეყნის მსგავსია.

„საზღვარზე ჩვენ ძალიან მკაცრი კონტროლი გვაქვს, საკარანტინო ზომა დღემდე მოქმედებს. ყველა შემთხვევა, რომელიც საკარანტინო სივრცეში ხდება, შემდეგ მოწმდება. მაგალითად, დღეს ორი შემთხვევა საკარანტინო სივრციდან იყო.

რაც შეეხება ვირუსის სეზონურობას, ამაზე რამის თქმა ჯერ ძალიან რთულია, რადგანაც მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ვირუსი ნამდვილად უკავშირდება სეზონურობას, არ გვაქვს. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს თუ გადავავლებთ თვალს, რომელთანაც კლიმატური მდგომარეობა ძალიან მსგავსია ჩვენი ქვეყნის, ნახავთ, რომ სურათი ძალიან დრამატულია. ამდენად, ის, რომ ჩვენ შიდაგადაცემა დღეს არ გვაქვს, ცალსახად ვერ დავუკავშირებთ სეზონურობას. ეს არის ის მექანიზმი, რომელიც კარანტინის სახით მოქმედებს საზღვარზე და ბლოკავს ვირუსის ქვეყანაში შემოსვლას და შემდეგ გადაცემას”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

“იმედინიუსი’