მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში 498 477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 55 874, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 442 603 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 125.9%-ით, 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 858.3%-ით არის გაზრდილი, პანდემიამდელ 2019 წლის ოქტომბერის მაჩვენებელს კი 36.3%-ით ჩამორჩება.
2022 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
- რუსეთი – 109 158 ვიზიტორი;
- თურქეთი – 81 033 ვიზიტორი;
- სომხეთი – 72 877 ვიზიტორი;
- საქართველო (არარეზიდენტი) – 28 305 ვიზიტორი;
- ისრაელი – 23 761 ვიზიტორი;
- უკრაინა – 15 133 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი – 13 719 ვიზიტორი;
- ყაზახეთი – 9 461 ვიზიტორი;
- ბელარუსი – 9 066 ვიზიტორი;
- ირანი – 8 012 ვიზიტორი;
- გერმანია – 5 679 ვიზიტორი;
- პოლონეთი – 5 269 ვიზიტორი;
- საუდის არაბეთი – 5 004 ვიზიტორი;
- ტაილანდი – 4 474 ვიზიტორი;
- ინდოეთი – 4 219 ვიზიტორი.