სუროგაციის ცენტრის “new life-ის” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აქციას აანონსებს!
“გთხოვთ გაუკეთეთ ამ ტექსტს კოპი ფეისთი და დაწერეთ თქვენს კედელზე საჯარო პოსტად. რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი!პარასკევს 7 საათზე ყველანი ვიკრიბებით კანცელარიის წინ მოთხოვნით, გახსნან რეგულარული საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა, ბოლო მოეღოს აირზენას მონოპოლიას! ბოლო მოეღოს ხელისუფლების მიერ ხალხის შიშითა და ტერორით მართვას! 163 000 ადამიანი მოგზაურთა ჯგუფიდან გვიერთდება! შემოგვიერთდით ყველა ტურიზმის სექტორიდან.ის ემიგრანტებიც შემოგვიერთდით, ვინც სამსახურებს ვერ უბრუნდებით..მთავრობის ქმედებები უკვე ყველა ლოგიკას სცილდება! თუ ფული გაქვს იფრინე აირზენას ძვირადღირებული ბილეთებით რამდენიც გინდა, თუ არა და,მაშინ კორონა საშიშია?ძალა ხალხშია და არა პოლიტიკოსებში! ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი, კონსტიტუცით მონიჭებული თავისუფალი გადაადგილების უფლება! დაიქცა ტურიზმი, დაიქცა ეკონომიკა, დედას შვილი ენატრება, ცოლს ქმარი.კმარა პატიმრობა, კმარა ცრუ დაპირებები! გელით ყველას პარასკევს 7 ზე კანცელარიის წინ. გააზიარეთ ყველამ, ყველამ, ყველამ რომ გიყოთ ბევრნი!” – წერს მარიამ კუკუნაშვილი.
წყარო: fti-socialmedia.newposts.ge