შემოვდივარ წინადადებით, რომ კანდიდატების შესარჩევად დადგინდეს რამდენიმე კრიტერიუმი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რამდენიმე პირის მიერ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სურვილი. დაბლა დაწეული სტანდარტების გამო ამ პროცესმა უმართავი ხასიათი რომ არ მიიღოს, შემოვდივარ წინადადებით, რომ კანდიდატების შესარჩევად დადგინდეს რამდენიმე კრიტერიუმი, კერძოდ:
1. უნდა იყოს კომპეტენტური,
2. უნდა ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის საკმაო სტაჟი,
3. უნდა იყოს მძიმეწონოსანი (რაშიც მხოლოდ ფიზიკური წონა არ იგულისხმება, თუმცა ესეც არ იქნებოდა ცუდი ქუჩის აქციების წინამძღოლობისათვის),
4. არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს.
ვაპირებ თუ არ მივიღო მონაწილეობა ამ კონკურსში? სამწუხაროდ, არა. ვერ ვაკმაყოფილებ ბოლო, მეოთხე კრიტერიუმს” – წერს რომან გოცირიძე.