ემანუელ მაკრონი – ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს, ვწუხვართ დანაკარგის გამო, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ

ემანუელ მაკრონი – ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს, ვწუხვართ დანაკარგის გამო, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ტერორიზმთან ბრძოლაში.

ჩვენი ერისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა 2015 წლის 13 ნოემბერს, თურქ ხალხს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თურქი ხალხის ტკივილს იზიარებს.

„ჩვენი ერისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა 2015 წლის 13 ნოემბერს, თურქ ხალხს თავს დაესხნენ მათი გულიდან, სტამბოლიდან. ჩვენი გზავნილი თურქ ხალხს: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს. ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო. ჩვენ თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში“, – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერში.“

2015 წლის 13 ნოემბერს რადიკალმა ტერორისტებმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერია განახორციელეს. თავდასხმებს მაშინ 130 ადამიანი ემსხვერპლა, 416 კი დაშავდა.

წყარო: 1tv.ge