კობა ნაყოფია: არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა საკუთარი თავი თავმჯდომარის პოსტზე

„არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა საკუთარი თავი თავმჯდომარის პოსტზე. პარტია გადაწყვეტს, არჩევნები რა ფორმით და რა ფორმატით უნდა ჩატარდეს. ალბათ ეს უნდა იყოს ჩვენი მომხრეების მაღალი ჩართულობით.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ განაცხადა და განმარტა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

„არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა საკუთარი თავი თავმჯდომარის პოსტზე. პარტია გადაწყვეტს, არჩევნები რა ფორმით და რა ფორმატით უნდა ჩატარდეს. ალბათ ეს უნდა იყოს ჩვენი მომხრეების მაღალი ჩართულობით. საზოგადოება ალბათ მომავალში გაიგებს ყველაფერს. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, მელიას ვუჭერ მხარს. პარტიას აქვს წესდება, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები და როგორც წესი და რიგია, ისე ჩატარდება. თუ როდის – ამას გადაწყვეტს პარტია. კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ, რადგან არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მიმდინარეობს მზადება. როგორც ჩემი კოლეგებისგან მესმის, პოლიტსაბჭოსთან არ აქვთ მათ პრეტენზიები, ისინი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ, ცოტა სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. დაველოდოთ მოვლენებს. ყველაფერს თავის დრო აქვს და ალბათ ყველა ყველაფერს გაიგებს. მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ და საქმე სხვა რამეშია. ჩემი აზრით, გასარკვევია და დროთა განმავლობაში საზოგადოება ალბათ ბევრ რამეს გაიგებს, სხვადასხვა ტიპის ვერსიასაც მოისმენს. დაველოდოთ მოვლენებს, ნუ ავჩქარდებით. ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია, ამ პროცესებმა ხელი არ უნდა შეუშალოს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ძალების კონსოლიდაციას, რათა მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ნიკა გვარამია ციხეში გვყავს და ის გასათავისუფლებელია, ზოგადად, ქვეყანაში რეჟიმი არის შესაცვლელი, რა დროს „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები და ეს თემაა, როცა ბევრად მნიშვნელოვანი თემა არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას ვკარგავთ, სჯობს, ამაზე ვიფიქროთ და ვკონსოლიდირდეთ. სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, როგორ შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, არა იმაზე, ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს. ჩემი აზრით, მათ ჰქონდათ და დღესაც აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ძალები იყოს კონსოლიდირებული და მიმართული სხვა ქვეყნისთვის ბევრად მნიშვნელოვანი საქმისკენ“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.