ბორელი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: უყრაინა გადაწყვეტს, რა გააკეთოს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან.

„უკრაინა გადაწყვეტს რა გააკეთოს. ჩვენი მოვალეობაა მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.