მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ მოინახულა.
ექსპრეზიდენტის კლინიკაში მონახულების შემდეგ კობა ნაყოფიამ მედიასთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე შიდა პროცესებში არ ერევა.
კობა ნაყოფიას თქმით, სააკაშვილის ფიქრობს, რომ ახლა პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევის დრო არაა.
“ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, ეს არის ნიკა გვარამია ციხეში გვყავს და ნიკა გვარამია არის გასათავისუფლებელი, და ზოგადად, ქვეყანაში, არის რეჟიმი შესაცვლელი. ჯობია, ვიყოთ კონცენტრირებული და კონსოლიდირებული ამ აზრის ირგვლივ. და რა დროს, ახლა, “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები და რა დროს ეს თემაა, როდესაც ბევრად მნიშვნელოვანი თემა არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას ვკარგავთ და ჯობია, ამაზე ვიფიქროთ, ამის ირგვლივ ვკონსოლიდირდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” და არა იმაზე, ვინ იქნება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ჩემზე ნამდვილად არ აქვს ამ ადამიანს გავლენა.
მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. არ ერევა, რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რა დროს ეგაა”, – ამბობს ნაყოფია.