რუსეთის სოციალური სისტემა “კორონა-კრიზისის” მიმართ გამძლე აღმოჩნდა – სასიკეთო სტატისტიკა

რუსეთის ხელისუფლება ლიბერალური მასმედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლები კორონავირუსის კრიზისის გამო მკვეთრად შემცირდა, შესაბამისი სტატისტიკის საფუძველზე უარყოფს.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა 2020 წლის 1-ლ კვარტალში მოსახლეობის ნომინალური შემოსავლების 3,3%-იანი ზრდა დააფიქსირა. საშუალო ნომინალურმა დარიცხულმა ხელფასმა აპრილის თვეში 49,3 ათასი რუბლი (დაახლოებით 760,- დოლარი) შეადგინა. სტატისტიკა ასევე სამომხმარებლო მოთხოვნის მატებაზე მიუთითებს. ივნისში სამომხმარებლო მოთხოვნამ მარტის მოთხოვნის დონეს გადაასწრო და 16-30 ივნისს 114,4 მილიარდი რუბლი შეადგინა მარტის 108 მილიარდის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ გატარებული ზომები, სოციალურად მწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, ეფექტური აღმოჩნდა. გაიზარდა სოციალური დახმარებები ბავშვებზე და უმუშევრობაზე, 3-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარებები ჩვეულებრივზე ერთი თვით ადრე გაიცა.