მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა “ვივა მედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
ექსპრეზიდენტის დედის თქმით, მის შვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია. თუმცა, თანახმა არ არის ოპერაცია საქართველოში ჩატარდეს.
“თვეზე მეტია ვერ ამოძრავებს მარცხენა ხელს. დაახლოებით 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელები იყვნენ ჩამოსული. მაშინ იყო ორთოპედი და თქვა, სასწრაფოდ არის საოპერაციო, ხელზე აქვს გამოსაცვლელი ძვალი. ამბობდა რომ ოპერაციას დღეს კი არა გუშინ, გუშინ წინ გავაკეთებდი… ეს ყველაფერი თქვა ამ ადამიანმა და როგორც ჩანს, მივყვებით ამ გზას.
მე არ ვიქნები თანახმა, რომ აქ გაკეთდეს ოპერაცია. არავითარ შემთხვევაში!”- განაცხადა გიული ალასანია.