უყრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა დღეს უყრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა, სარაკეტო დარტყმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო, ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული ვითარებაა შექმნილი.
თითქმის ყველა ოლქში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია. ქალაქ ლვოვის ნახევარს დენი არ მიეწოდა. ივანო-ფრანკოვსკში პრობლემებია წყალმომარაგებაშიც, ოდესა ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
რუსეთმა, დღეს კიევის გარდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელა ჟიტომირის ოლქზე, ლვოვზე, როვნოზე, ვინიცის ოლქზე, ჩერკასკში, კრივოი როგზე, ოდესის, ვოლინისა და ხმელნიცკის ოლქებზე, ასევე ივანო-ფრანკოვსკზე, პოლტავის ოლქზე და ქალაქ ხარკოვზე, შეტევა ასევე განხორციელდა სუმის ოლქზე, ტერნოპოლზე, კრივოგრადის და ჩერნიგოვის ოლქებზე.
უყრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო დარტყმის საფრთხე შენარჩუნებულია.