ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უყრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, – განცხადება ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.
„როდესაც მსოფლიო ლიდერები „დიდი ოცეულის“ სამიტზე იკრიბებიან, რომ განიხილონ მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი ისევ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.