იმისათვის, რომ ქვეყანაში „ცხელი ფული“ შემოვიდეს, ტურიზმი და საფინანსო სექტორი, კაპიტალ-ბაზრები უნდა განვითარდეს.
ყველა შემთხვევა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს დავაფიქსიროთ, – ამის შესახებ თურქმა ინვესტორმა და METRO HOLDING-ის დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა განაცხადა Forbes Georgia-ს კითხვაზე – რას უნდა მიაქციოს საქართველომ ყურადღება ეკონომიკის განვითარებისთვის.
მისივე თქმით, კაპიტალ-ბაზრების განვითარების ნიადაგი შექმნილია, გამოცდილება არის.
„ამას ტემპი შესაძლოა შემატოს ეკონომიკის მინისტრის გამოსვლამ, მაგალითად, სლოგანით „500 კომპანია საქართველოს საფონდო ბირჟაზე“ – ეს შეიძლება იყოს საარჩევნო სლოგანიც (იღიმის). აქ ბარიერებს ვერ ვხედავთ. არსებული კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, რომ გავიტანოთ საფონდო ბირჟაზე კომპანია, ჩვენი სასტუმრო „ეიფორიას“ დალისტვა მოხდება საფონდო ბირჟაზე, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ამ ყველაფრის დაჩქარება შეიძლება“, – აღნიშნა თურქმა ინვესტორმა.
შეგახსენებთ, გალიფ ოზთურქის METRO HOLDING-ი საქართველოში 2012 წლიდან საინვესტიციო კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯიას” სახითაა წარმოდგენილი. მას საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საფინანსო და ტრანსპორტის სექტორში მსხვილი პროექტები აქვს განხორციელებული.
“ბიფიემ”