ცრუ ჩვენების მიცემის გამო არასრულწლოვანი დააკავეს – ლიფტის შახტში ჩავარდნილი 17 წლის გოგოს საქმე

წყალტუბოში ლიფტის შახტში ჩავარდნილი 17 წლის გოგოს საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

დაკავებულს ბრალად ცრუ ჩვენების მოცემა ედება. მან გამოძიებასთან მოიტყუა თითქოს შემთხვევის ადგილზე არ იყო.

 

მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურს გარდაცვლილი არასრუწლოვანი გოგოს ოჯახს. მათ მოზარდის დაკავების შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ჰქონიათ.

 

შემთხვევა წყალტუბოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“პრაიმტაიმი”