იაგო ხვიჩია – ჩვენი პრობლემა ერთპარტიული მმართველობაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გამოსწორდეს.
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს ოლიგარქიული მმართველობის ფორმა არ აქვს და რეალურად ქვეყანა ერთპარტიულად იმართება.
მისი თქმით, ევროპარლამენტის შენიშვნა, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას გულისხმობს და დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის საქართველოში პირდაპირ გადმოღება არასწორია.
„საქართველო დეოლიგარქიზაციას არ საჭიროებს. ჩვენ ოლიგარქიული მმართველობა არ გვაქვს, რომ მისი დეოლიგარქიზაციისთვის ვიზრუნოთ. ჩვენი პრობლემა ერთპარტიული მმართველობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გამოსწორდეს. ევროპელების შენიშვნაც ამაში მდგომარეობდა და არა იმის გამოსწორებაში, რასაც კანონპროექტით ვცდილობთ. ეს მოდელი არც უკრაინამ არ უნდა მიიღოს, არც ჩვენ, რადგან უკრაინული კონტექსტი შეიძლება კიდევ გასაგები იყოს, მაგრამ უკრაინული კანონის საქართველოში პირდაპირ გადმოღება არასწორია” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
წყარო: 1tv.ge