ტაილანდის მთავრობა მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას

ტაილანდის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა სამოქალაქო პარტნიორობის კანონპროექტს, რომელიც ერთნაირსექსიანთა ოჯახური კავშირის დაკაკონებას ითვალისწინებს. იუწყება Reuters-ი.

მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით, ერთნაირსქესიანთა კავშირი ტრადიციულ ქორწინებასთან იურიდიულად გათანაბრებულია, თუმცა “ქორწინების” ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი “პარტნიორობა”.

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს, ტაილანდში აზიაში მეორე ქვეყანა გახდება, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებული იქნება.

კანონპროეტის მიღების შემდეგ ერთნაირსქესიანი წყვილები ბავშვის აყვანასაც შეძლებენ, ასევე ქონების მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობაც ექნებათ.

“სამოქალაქო პარტნიორობის კანონპროექტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტაილანდის საზოგადოებისაში თანაბარი უფლებებისა და ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებების მხარდაჭერაში, რათა მათ შეძლონ, შექმნან ოჯახები და იცხოვრონ როგორც პარტნიორები”, – დაწერა ტაილანდის მთავრობის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში.

აზიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულად ცნო, ტაივანი იყო, რომელმაც შესაბამისი კანონი გასულ წელს მიიღო.

ფოტო: Reuters
წყარო: ghn.ge