კიევში მე და გუბაზ სანიკიძე ერთად ვიყავით მიხეილ სააკაშვილთან და ვუმტკიცებდით, რომ არ შეიძლებოდა მისი ჩამოსვლა საქართველოში, იმიტომ რომ სულ მცირე დაიჭერდნენ და მაქსიმუმ შეიძლება მისი ლიკვიდაცია მომხდარიყო. მას ჰქონდა აჩემებული ფრაზა: მე არ ვარ ისეთი ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ ემიგრაციაში უნდა დაასრულოს თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე, თუ სიკვდილი მიწერია, მირჩევნია საქართველოში მოვკვდე _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
“ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილება დაიწყებოდა, ციხეში პირველივე შეხვედრებზე გვქონდა ამაზე საუბარი, რომ ზოგადად ნაწყენი იყო ქართულ პოლიტიკაზე და არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რამე როლს შეიტანდა მის გათავისუფლებაში. დღემდე ცოცხალი კითხვებია _ რატომ ჩამოხვედი? რისი იმედი იყო? და ა.შ. ბუნებრივია, ეს ყველას აინტერესებს. ზოგჯერ რასაც ჭორის სახით ვიგებთ, ყურს არ მოესმინება, მაგრამ არის პასუხგაუცემელი კითხვები. მე როგორც ვხვდები, მაშინაც არ ჰქონდა არანაირი წარმოდგენები, თუნდაც მცდარი იმის თაობაზე, რომ ჩამოსვლის შემტხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” ხალიჩებს დაუგებდა და ასე მოიგებდნენ საარჩევნო პროცესს. არა, ეს იყო მხოლოდ პიროვნული ფაქტორი, რომ მოსახლეობას სწორი არჩევანი გაეკეთებინა არჩევნებში. წინასწარ შეგუებული იყო რომ დააპატიმრებდნენ. იცოდა ამის თაობაზე და გამიზნულად გადადგა ეს ნაბიჯი.
ჯერ კიდევ კიევში მქონდა მასთან შევხვედრა, როდესაც მას ვიღაცა ეუბნებოდა “ქართული ოცნება” სიმინდის ფეხებზე დგას და ერთი მიტინგი უნდა, რომ დაინგრეს, ამას ირონიით უყურებდა, არ სჯეროდა. დამნაშავის იარლიყი საკმაოდ სერიოზულად აწუხებდა. მე და გუბაზ სანიკიძე ერთად ვიყავით მასთან და ვუმტკიცებდით, რომ არ შეიძლებოდა მისი ჩამოსვლა საქართველოში, იმიტომ რომ სულ მცირე დაიჭერდნენ და მაქსიმუმ შეიძლება მისი ლიკვიდაცია მომხდარიყო, ასე ხდება პოლიტიკაში. მას ჰქონდა აჩემებული ფრაზა: მე არ ვარ ისეთი ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს, რომ ემიგრაციაში უნდა დაასრულოს თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე, თუ სიკვდილი მიწერია, მირჩევნია საქართველოში მოვკვდე”_ განაცხადა ვალერი გელბახიანმა.